პროექტები

ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები:
ხორცის გადამუშავება, ძეხვვის, დელიკატესებისა და ნახევრადფაბრიკატების წარმოება- ქართული წარმოების სეგმენტია,რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. კელვინთან თანამშრომლობით თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებულნი, რომ თქვენი ამოცანების გადაწყვეტას მოახდენენ პროფესიონალები დიდი გამოცდილებით.

ჩვენი სპეციალიზაცია:
*საქონლის დაკვლისა და ხორცის გადასამუშავებელი ხაზების სიცივით მომარაგება.
*შოკურირი გაყინვა საკნებში და სწრაფ გამყინავ აპარატებში
*გაციების, გაყინვისა და შენახვის კამერები მზა მდგომარეობაში ჩაბარება
*პროდუქციის გაციება კოლბასის ტექნოლოგიურ საკნებში
*საშრობ კლიმატურ საკნებში საჭირო ტემპერატურული მაჩვენებლების და ტენიანობის რეჟიმის შენარჩუნება
*პროდუქციის გაყინვა ფილა აპარატებში
*კონდიცირება და ვენტილაცია საწარმოო ფართების.

ღვინის სტაბილიზაციისათვის საჭირო მოწყობილობა:
მახასიათებლები: სპეციალიზირებული მოწყობილობა, ღვინის გაციებისათვის ჩამოსხმის წინ, ღვინის გაციება ხორციელდება ბოთლებში დაფასოებისათვის რათა მოხდეს უვნებელი ღვინის მჟავა კრისტალების მოცილება.

სამაცივრე მოწყობილობები:
მახასიათებლები:
სამაცივრო მოწყობილობები გლიკოლის ხსნარისათვის
- გლიკოლის ხსნარის ტემპერატურა -12 +7
- სამაცივრო აგენტი - ფრეონი R404А
წარმოება: 5000კკალ/სთ -500000 კკალ/სთ

თბომცვლელები მილი-მილში:
- ღვინის ბადაგისა და ღვინის გასაცივებლად;
- გასათბობად;
- პასტერიზაციისათვის;
წარმოება: от 500 ლ/სთ-დან 30 000 ლ/სთ
ტემპერატურის რეჟმები- მომხმარებლის დავალებით

ფირფიტებიანი თბომცვლელები:
- ღვინის პასტერიზაციისათვის;
- ღვინის გაციებისათვის;
- ღვინის ტემპერატურის შენარჩუნებისათვის;
- რეკუპერატორი
წარმოება: от 500 ლ/სთ-დან 20 000 ლ/სთ
ტემპერატურის რეჟმები: მომხმარებლის დაკვეთით

რძის მრეწველობის სიცივით უზრუნველყოფა:
ჩვენს სპეციალისტებს ამ მიმართულებით აქვთ დიდი სამუშაოები ჩატარებული. მათ დაგროვილი აქვთ უნიკალური გამოციდლება, მათ განახორციელეს ბევრი საინტერესო პროექტი. ჩვენი სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია, იძლევა საშუალებას ექსპერტის თვალით შეაფასონ და მიიღონ ტექნიკური გადაწყვეტილებები. ჩვენ შევძელით დაგვეინტერესებინა წამყვანი წარმოებები და გამოგვეყენებინა ეს უპირატესობა კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის.

ჩვენი სპეციალიზაცია:
*სიცივით მომარაგების სისტემების რეკონსტრუქცია.
*ყინულოვანი წყლის მომზადება რძისა და რძის პროდუქტების გაციებისათვის.
*გასაცივებელი და საექსპედიციო საკნების ჩაბარება სრული მზადყოფნით.
*პროდუქტის გაცივება ტექნოლოგიური პროცესების მსვლელობის დროს.
*გაციება და კონდიცირება საწარმოო შენობებში

კომპანია “Kelvin”-ის მომსახურების სამსახური:
მომსახურების მაღალი დონის მისაღწევად კომპანიის მიერ წლების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა მომსახურების სტრუქტურა. მუშაობის ოპტიმიზაციისათვის მუშაობა მიმდინარეობს ყოველდღიურად.

პირველი ეტაპი: როდესაც კლიენტი მიმართავს სერვის ჯგუფს მაქსიმალურად მნიშვნელოვანია რეაგირების სისწრაფე და მობილურობა. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფის პროფესიონალიზმი და სწორი პირველადი დიაგნოზის დასასმელად.

მეორე ეტაპი: მნიშვნელოვანია გამოვლენილი უწესრიგობის სიზუსტე, რითაც განისაზღვრება გამოვლენილი უწესრიგობისა თუ პრობლემის წარმატებული აღდგენა.

ამ პირობების უზრუნველსაყოფად კომპანია „Kelvin”-ი დაკომპლექტებულია პროფესიონალი სპეციალისტებით და აღჭურვილია სათანადო დიაგნოსტიკური მოწყობილობებით.

„Kelvin”-ის სერვის ჯგუფი ემსახურება შემდეგი კომპანიების სამაცივრო დანადგარებს: “Ostrov”, “Trane”, “Rhoss”, “Lennox”, “Blubox”, “Clivet”, “Climavenetta”, “Carier”, “York” და ა. შ.

გარდა ამისა “Bitzer”-ის; “Frascold”-ის და “Refcomp”-ის დგუშებიანი და ხრახნული კომპრესორების დიაგნოსტიკასა და რემონტზე კომპანია „Kelvin”-ი არის კომპანია “Ostrov”-ის ავტორიზებული სერვის ცენტრი.

სამაცივრე საწყობების აღჭურვილობა:
საქართველოს კვების მრეწველობის ინდუსტრია მიმართულია, წარმოების მოცულობის ზრდისკენ , გადამუშავებისა და ბაზარზე ახალი პროდუქციის შეტანისაკენ. მსგავს სიტუაციაში მწარმოებლებს სჭირდებათ წარმოება გაზარდონ და შექმნან პრინციპულად ახალი პირობები, შესანახი ფართები და სხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმების მქონე ნედლეული. რაც უბიძგებს მწარმოებლებს თანამედროვე სამაცივრე საწყობის შექმნისაკენ, რომელიც მაქსიმალურად უნარჩუნებს სხვადასხვა სახის პროდუქციას ხარისხს. მის სარგებელზე საუბრობენ როგორც მსხვილი წარმოებლები ასევე პატარა საწარმოების ხელმძრვანელები.


ჩვენი სპეციალიზაცია:
*სამაცივრო მოწყობილობა გაციებისა და შენახვის რეჟიმის შესანარჩუნებლად
*მოწყობილობა გაზის გარემოს რეგულირებისათვის(ULO)
*მოწყობილობა ჰაერში ტენიანობის შესანარჩუნებლად
*პროდუქციის აქტიური ვენტილაცია მკურნალობის დროს შენახვის რეჟიმში ბუნებრივი სიცივის გამოყენება
*სამაცივრო დანადგარი პროდუქტის გასაცივებლად და ტემპერატურული რეჟიმების შესანარჩუნებლად
* დაფასოების და კონტეინერების შევსების მოწყობილობა პროდუქციის საკანში ჩატვირთვამდე.
*ავტომატური კონტროლი და რეგულირება ; ჰაერის ტენიანობა და ტემპერატური, ხილისა და ბოსტნეულის ტემპერატურა, გრაფიკული აღწერა შენახვის რეჟიმისა, შენახვის პარამეტრების დაარქივება, გაზის შემადგენლობის კონტროლი (СО2,О2)

General FuJitsu-ს კონდიციონერები
Fujitsu General - ეს არის იაპონური კომპანია, რომელიც აწარმოებს აერის კონდიცირების სისტემებს და ХХ საუკუნის 80-იანი წლებიდან სტაბილურად უკავია ლიდერის პოზიცია კლიმატურ მსოფლიო ბაზარზე.

შპს „Kelvin”-ი, როგორც ოფიციალური დილერი გაყიდვის მონტაჟის დამომსახურების უფლებით, მოხარულია შემოგთავაზოთ საჱოფაცხოვრებო, კომერციული და მულტი ზონალური სისტემის General Fujitsu-ს კონდიციონერები. ეს კონდიციონერები, მომსახურების პირობებით , მთლიანად არის ადაპტირებული საქართველოს კლიმატთან და რიგი მაჩვენებლებით აღემატებიან სხვა მწარმოებლების დანადგარებს.

ყოველწლიურად General Fujitsu დაახლოებით 100 მილიონ დოლარს ხარჯავს ახალი დანადგარების დამუშავებასა დაგამოკვლევებზე. მათ ეკუთვნით ათასობით პატენტი უნიკალურ ტექნოლოგიებზე, რომლებიც გამოყენებულიაამ ტიპის დანადგარების წარმოებისას. კომპანიაში დაწესებულია უმკაცრესი კონტროლი დანადგარების ხარისხზე, იმდენად რამდენადაც დანადგარების კონვეირიდან ჩამოსვლისას კონტროლდება 100%-ით არა მხოლოდ დანადგარი, არამედ მისი ყოველი მაკომპლექტებელი კვანძი.

მსოფლიოს მაშტაბით General Fujitsu - ს კონდიციონერები რეკომენდირებულია, როგორც ძალზე საიმედო დამაღალხარისხიანი მოწყობილობები.

General fujitsu წარმოდგენილია შემდეგი ტიპის კონდიცირების სისტემებით:
*კასეტური კონდიციონერები
*კანალური კონდიციონერები
*იატაკ-ჭერის კონდიციონერები
*მულტი სპლიტ სისტემები
*მულტი ზონალური სისტემები

მოცემული კონდიციონერები ეფექტურად გამოიყენება დიდი ფართისა და რთული კონფიგურაციის მქონე შენობებში. შიგა ბლოკებს აქვთ ხმაურის ძალზე დაბალი დონე, რომელიც ადამიანის მიერ პრაქტიკულად არ აღიქმება. წარმადობის დიაპაზონი გაცივებაზე შეადგენს 2-135კვ, ხოლო გათბობაზე 2.37-150 კვ.

თქვენ შეგიძლიატ ინტერნეტის საშვალებით გაეცნოთ ელექტრონულ კატალოგს, სადაც მოცემულია ტექნიკური მახასიათებლები და ინფორმაცია მოდელურ რიგებზე. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შპს „Kelvin”-ის საკონტაქტო მისამართზე.

Dimplex-ის თბური ტუმბოები
შპს „Kelvin”-ი არის კომპანია Dimplex-ის (თბური თუმბოები) დისტრიბუტორი. Dimplex-ის თბური ტუმბოები ყველაზე ეფექტური მოწყობილობებია გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგების სისტემებში.

*ეს არის გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგების სისტემა ნახშირის, გაზისა და ნავთობპროდუქტების გარეშე.
*გათბობა თბური ტუმბოს საშვალებით 4-ჯერ უფრო ეკონომიურია ვიდრე გათბობა ელექტროენერგიით. ეს ნიშნავს , რომ Dimplex-ის სისტემით სარგებლობის შემთხვევაში თქვენ ღებულობთ 75%-მდე სითბოს უფასოდ.

თუ თქვენ გსურთ ისარგებლოთ ეკოლოგიურად სუფთა გათბობით, გამოიყენოთ მზის ენერგია და ამავე დროს დაზოგოთ ფული , ამ შემთხვევაში საუკეთესოა Dimplex-ის თბური ტუმბოების სისტემა. ამ სისტემებს აქვთ ყველაზე დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები , რადგან საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს იღებენ გარემოდან და მათი მუშაობა არ არის დამოკიდებული ნავთობზე გაზსა და ნახშირზე.

ამჟამად გერმანიაში დამონტაჟებული ყველა მე-4 თბური ტუმბოდან ერთი არის Dimplex-ის ფირმის. Dimplex-ს აქვს თავისი წარმომადგენლობა 25-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორისაა შვეცია, შვეიცარია, იაპონია, რუსეთი, ფინეთი და ა. შ.

კომპანია „Kelvin”-ი დაგეხმარებათ დაგითვალოთ, შეგირჩიოთ და დაგიმონტაჟოთ ინდივიდუალური პროექტის მიხედვით Dimplex-ის გათბობისა და ცხელი წყლი მომარაგების ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური სისტემები.

Clivet-ის კლიმატური სისტემები
კომპანია „Kelvin”-ი არის იტალიური კლიმატური კომპანიის Clivet-ის დისტრიბუტორი.

Cliveti-ის პროდუქცია წარმოდგენილია შემდეგი სახეობებით:
*კანალური კონდიციონერები
*პრეციზიული კონდიციონერები
*ცენტრალური კონდიციონერები
*ფანკოილები
*სახურავის კონდიციონერები
*ჩილერები
*იდრომოდულები
*წყლის მარყუჟული სისტემა

Clivet-ს აქვს 8 ფილიალი; ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, გაერთიანებულ ემირატებში, რუსეთში და ინდოეთში. ასევე გააჩნია 40 სადისტრიბუციო ქსელი იტალიაში და 60 ქვეყნის გარეთ. კომპანია მოგების მნიშვნელოვან ნაწილის აბანდებს კვლევებსა და ახალი გადაწყვეტილებების დამუშავებაში, რაც საშვალებას იძლევა წარმოებული დანადგარები იყოს ენერგეტიკულად მაღალეფექტურ საფეხურზე.