პროექტირება:
პროექტებისათვის ნებისმიერი სირთულის სამაცივრე და სამრეწველო სისტემების შექმნა. კელვინის პროექტების მიხედვით შექმნილია სამაცივრო ტექნიკის 25ზე მეტი სამრეწველო მაცივარი საქართველოში.
საპროექტო სამსახური მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
* "გაგრილება" (HS);
* "გაგრილების სის ავტომატიკა“(CSA);
* "კონდიცირება და ვენტილაცია" (HF);
* "კონდიცირებისა და ვენტილაციის ავტომატიზაციის სისტემები" (AKB)
კელვინი უზრუნველყოფს თქვენი ნებისმიერი პრობლემის გადაჭრას, რასაც საფუძვლად უდევს კელვინის გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება.
ობიექტების დაკომპლექტება და დანადგარების ადგილზე მიტანა/დამონტაჟება:
რეალიზებული ობიექტების გამოცდილება და მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობები მსოფლიო ლიდერ კომპანიებთან საშუალებას გვაძლევს შევქმნათ თანამედროვე გაგრილების სისტემები, გაგრილების აგრეგატების გამოყენებით, რომელსაც აწარმოებს კომპანია „Остров“, რაც ხორციელდება კომპანიაში არსებული კომპრესორებით : Mycom(იაპონია), BiTZer(გერმანია), Grundfos -ის ტუმბოები(დანია), Danfoss ავტომატური მოწყობილობები(დანია), AWP (გერმანია), Siemens(გერმანია), ABB (შვედეთი), Guenter-ის თბოგადამცემები (გემანია), Alfa Laval (შვედეთი) და ასევე ხდება დაკომპლექტება სხვა მოწინავე ევროპული კომპანიების დანადგარებით.
დასამონტაჟებელი სამუშაოები:
ყველა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება მონტაჟის დროს , სერტიფიცირებულია და გამოირჩევა მაღალი ხარისხით. შესაბამისი სტანდარტებისა და ინსტრუქციების დაცვა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მონტაჟს. სამუშაოს ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ხდება დოკუმენტის და აქტის შედგენა, რათა განაწილებული იქნას პასუხისმგებლობა სპეციალისტებს შორის. ჩვენ ყოველთვის დარწმუნებულნი ვართ აყვანილი სუბ-კონტრაქტორების პროფესიონალიზმსა და შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხში.
ტექნიკური აუდიტი:
პროექტებს ახორციელებენ პროფესიონალები- პერსონალი, შესაბამისი განათლებით , რომელთაც გააჩნიათ უნიკალური სამუშაო გამოცდილება. ჩვენ ვუწევთ დახმარებას ტექნიკური ამოცანის ფორმირებაში, საწარმოს რეკონსტრუქციისა და ჩამოყალიბების დროს , ერთმანეთთან შეთანხმებით ვადგენთ და ვუკეთებთ ოპტიმიზაციას დატვირთვისა და სითბოსცვლის გრაფიკს, რის საფუძველზეც მივდივართ გარკვეულ შეთანხმებამდე , ამა თუ იმ სქემის მიზანშეწონილობის შესახებ.
გაციების სისტემის ტიპის შერჩევისა და მისი შემდგომი რეალიზაციისათვის , ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული ამოცანაა გაგრილების სისტემის სწორი გათვლა და პროექტირება კვების მრეწველობის საწარმოებისთვის.
სქემმის შერჩევა ხდება, ოპტიმალურად შესაბამისი ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით, კონკრეტული საწარმოსათვის, რომელიც დამოკიდებულია წარმოების მოცულობასა და სამუშაო გრაფიკზე( სითბური დატვირთვა), ტემპერატურული რეჟიმზე და გამოყოფილ ფართობზე ენერგეტიკული რესურსებისა (ელექტროენერგია) და გამაგრილებელი სისტემისათვის, რომელიც საწარმომ უნდა გამოყოს კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად.
ჩვენ დავაგროვეთ ამიაკის ურთულეს სისტემებთან, ფრეონის და სხვა ნივთიერებებთან მუშაობის უდიდესი გამოცდილება.
გაცივების სისტემის რეკონსტრუქცია:
ძირითადი ნაწილი არსებული სამრეწველო დანადგარებისა შეიქმნა გასული საუკუნის 60-80-იან წლებში. ამ დროის განმავლობაში გაგრილების სისტემებმა ამოწურა თავისი რესურსი, და შეიქმნა ახალი სისტემები,რომელიც მაღალმოთხოვნადია . მწარმოებლები ზრდიან გამოშვებული პროდუქციის მოცულობას, ამატებენ ან ხელახლა ქმნიან ტექნოლოგიურ ხაზებს, რამოდენიმე მათგანი ორიენტირებულია ერთი კონკრეტული ტიპის პროდუქტზე, შესაბამისად იცვლება თბოდატვირთვა გამაგრილებელ მოწყობილობაზე ( პროექტთან შედარებით) და ჩნდება მოთხოვნა მის შეცვლასა და რეკონსტრუქციაზე.
ტექნიკური მომსახურეობა:
დანადგარების შეკეთება, სამაცივრო დანადგარების მიმდინარე პროფილაქტიკური მომსახურეობა, დიაგნოსტიკა და დგუშებიანი და ხრახნიანი კომპრესორების შეკეთება.
ჩვენი სერვისი გთავაზობთ კვალიფიციურ და მაღალხარისხიან მომსახურებას.