პროდუქცია

კომპანია Kelvin-ი ახორციელებს მონობლოკური საკნებისათვის სწრაფგამყინი აპარატების მიწოდებას და აწყობს, როგორც სტაციონარულ ასევე კონტეინერულ ვარიანტებში.  ჩვენ ასევე ვახორციელებთ გვირაბული ტიპის სწრაფგამყინი აპარატების შერჩევას მონტაჟს და ექსპლუატაციაში შეყვანას.

კომპანია Kelvin-ი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის სუპერმარკეტებისა და მაღაზიებისათვის სამაცივრო დანადგარების მიწოდებას...

საქართველოს კვების მრეწველობის განვითარების ვექტორი მიმართულია გადამამუშავებელი სიმძლავრეების გაზრდასა და ბაზარზე ახალი პროდუქციის გატანაზე. ასეთ სიტუაციაში მწარმოებლებს უჩნდებათ საჭიროება პროდუქციის შესანახად შექმნან საწყობები ცხვადასხვა ტემპერატურული რეჟიმებით. ასეთი სამაცივრო სათავსოების არსებობა, რის მეშვეობითაც ხდება პროდუქციის თვისებების მაქსიმალურად კარგად შენარჩუნება, საგრძნობია ბაზრის ყველა მონაწილესათვის დაწყებული მსხვილი მებითუმეებიდან დამთავრებული პატარა სავაჭრო წერტით.


ჩვენი სპეციალიზაცია:
*სამაცივრო დანადგარები პროდუქტის ტემპერატურული რეჟიმის შესანარჩუნებლად და შესანახად.
*მოწყობილობა გაზური გარემოს რეგულირებისათვის (ULO სისტემა)
*აქტიური ვენტილაციის სამაცივრო საკნები პროდუქციის სამკურნალო და შესანახ პერიოდებში ბუნებრივი სიცივის გამოყენებით.
*მოწყობილობა პროდუქციის მიღება-სორტირებისათვის პროდუქტის საკანში ჩატვირთვამდე.
*სისტემის ავტომატური კონტროლი და რეგულირება, შენახვის რეჟიმების გრაფიკული გამოსახულებები, პარამეტრების არქივირება, გაზური შემადგენლობის კონტროლი CO2 ; O2;(ULO სისტემის შემთხვევაში)

Grasso-ს კომპრესორები ერთ-ერთი საუკეთსოა ევროპაში, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს საწარმოს დიდ სიმძლავრებით. კომპანია კელვინი უზრუნველყოფს GraSSo-ს კომპრესორების მიწოდებას.

MAYCOM-ის კომპრესორები- იაპონური კომპანია MAYEKAWA. ნაწარმია. ფირმის დანადგარები ცნობილია ხარისხითა და საიმედოობით. მიწოდების ძირითადი პირობეია- 500 კვტ-ზე მეტ სიმძლავრის საწარმოსათვის საჭიროა ინდივიდუალური პროექტის შედგენა. ნახაზები გაიცემა კონტრაქზე ხელმოწერისა და წინასწარი საფასურის გადახდის შემდეგ.

Bitzer-ის კომპრესორები უზრუნველყოფენ 600 კვტ-მდე გამაგარილებელი სიტემის პრობლემების გადაჭრას . სიმძლავრის საფეხურებტივი ჩართვა და სიმძლავრის სწორი რეზერვირება საშუალებას იძლევა სისტემის რამოდენიმე კომპრესორად დაყოფისა. ოთხი კომპრესორისაგან შემდგარი სისტემა უზრუნვველყოფს 12 საფეხურიანი სიმძლავრის ჩართვას , რაც სისტემის მართვისა და ელექტროენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

კომპანია კელვინი აწარმეობს საქართველოს კვების მრეწველობის საწარმოების მომარაგებას , უპირატესად კომპანია «Остров».-ს სამაცივრე დანადგარებით.

კომპანია კელვინი უზრუნველყოფს კომპანია Grasso-s სამაცივრე სისტემების მიწოდებასა და მონტაჟს.

ხშირ შემთხვევაში შემკვეთი , რომელსაც ექმნება სირთულეები ამიაკის სისტემების გამოყენებისას( 24 საათიანი ექსპლუატაცია, მუდმივი კონტროლი , ფასის მატება დანადგარებზე და შეთანხმება წარმოების მშენებლობის პერიოდში) იწვევს ფრეონის დანადგარების უპირატესობით გამოყენებას. მოცემული ამოცანის შესასრულებლად კომპანია MAYCOM გვთავაზობს ფრეონის კომპრესორების დიდ არჩევანს.

კომპანია კელვინი ახორციელებს მოწყობილობების მიწოდებას გადამამუშავებელი და შესაფუთი, ყველა სახის ხილისა და ბოსტნეულის გაყინვისა და გაშრობის ხაზებისთვის. ჩვენ ვახორციელებთ გადასამუშავებელი და შესაფუთი მოწყობილობების შერჩევას, მიწოდებას, მონტაჟს, გაშვებას. ჩვენ გვაქვს პირდაპირი კონტაქტი საწარმოებთან რომლებიც უზრუნველყოფენ კენკროვანი ხილის გაყინვის დანადგარებს: მარწყვის, მალინის, მოცვის, ალუბლის( კურკიანი და უკურკო) , ატამი, ქლიავი და ა.შ ხაზები რომლებიც უზრუნველლყოფს გაშრობას ალუბალი, ატამი, შავი ქლიანი , სამკარნალო ბალახების და ა.შ შესაფუთი ხაზები უზრუნველყოფენ გაყინული და გამშრალი პროდუქციის დაფასოებას პატარა შესაფუთ მასალებში 20 გრამიდან 2 კგ-მდე, კარდონის ყუთებში, კარდონებისა და პოლიეტილენის პარკებში, კარდონის კონტეინერებში 1000 კგ-მდე.

კომპანია კელვინი დიდ ყურადღებას ამახვილებს ინოვაციებზე, ეკოლოგიურ და ენერგოდამზოგველ სისტემების გამოყენებაზე საკვები პროდუქტების გასაშრობად , რისთვისაც იყენებს თბოტუმბოებს და მზის ენერგიას.

კომპანია კელვინი ახორციელებს პატარა სამაცივრე კამერების წარმოებას მაღაზიებისა და ფერმერული წარმოებებისათვის. მოცემულ კამერებს აქვთ შესაძლებლობა მრავალჯერადი აწყობისა .